31 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძემ, საფინანსო-სარევიზიო და ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად, „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის“ თექისა და მინანქრის დამუშავების შემსწავლელი ჯგუფების პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ შესრულებული ხელთნაკეთი ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა და ცენტრში მოქმედი სხვა ჯგუფების (მდივან-რეფერენტი, უცხო ენა - ინგლისური, ქალისა და მამაკაცის სტილისტი, მეფილე-მომპირკეთებელი) სასწავლო პროცესს დაესწრო.