ხობის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამა“ გრძელდება. დასრულდა გურიფულის თემის სოფელ პირველ გურიფულში სანიაღვრე არხის ამოწმენდის სამუშაოები, ხოლო სოფელ ყულევში სანიაღვრე არხისა და ნოჯიხევის თემის სოფელ დასახლებაში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად გაიხარჯა 8 047.47 ლარი.