სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ხობის მომსახურების ცენტრში სარეაბილიტაციო და ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
რეგიონალური ფილიალი განაგრძობს სოფლების ინდივიდუალური განმრიცხველიანების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გამრიცხველიანდა ხობის მუნიციპალიტეტის ბიის თემი.
გამრიცხველიანების პარალელურად მიმდინარეობდა ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებიც, ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით შეიცვალა, გარემონტდა სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა.