საქრთველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი გ. ღურწკაია. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და იმ აღმშენებლობით პროცესზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და შეუქცევადია. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისათვის დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაზე და განაცხადა: მე არ დავუშვებ იმას, რომ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების საიმედოობა. პირადად უზრუნველვყოფ იმას, რომ საარჩევნო პროცესის გაყალბებისა და მოქრთამვის ნებისმიერი მცდელობა, კანონის სრული ძალით დაისაჯოს.