ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ჭოხონელიძემ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ის აღსაზრდელები, რომლებიც წელს პირველკლასელები გახდებიან, წიგნებით დაასაჩუქრა და მათ თავიანთ ცხოვრებაში ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის დადგომა მიულოცა:
ჩემო პატარა მეგობარო,
უკვე აღარ მოგიწევს ბაღში სიარული, მხოლოდ სათამაშოებთან ურთიერთობა და გართობა.
შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქა - მოსწავლეობის ხანა დგება.
ჩვენ მუდმივად ვზრუნავდით, რათა ბაღში გატარებული თითოეული დღე ხალისიანი გქონოდა და ბავშვობის ასაკიდან მნიშვნელოვანი ხინჯი არ გაგყოლოდა.
მადლობა შენს აღმზრდელებს, რომელთაგან კეთილ დამოკიდებულებას, ალბათ, ყოველდღიურად გრძნობდი.
შენ სკოლაშიც გექნება საუკეთესო პირობები, რათა მიიღო ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლება და, შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმუმს მიაღწიო ცხოვრებაში.
სკოლაშიც კეთილი და კვალიფიცირებული პედაგოგები დაგხვდება, რომლებიც ხელს შეგიწყობენ სრულფასოვან პიროვნებად ფორმირებაში.
ისწავლე და, შენს თანატოლებთან ერთად ემზადე, უშიშრად და რწმენით გადმოგაბაროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.
წარჩინებით სწავლასა და წარმატებულ კარიერას გისურვებ.
პატივისცემით,
მამუკა ჭოხონელიძე