ხობის მუნიციპალიტეტში გრძელდება სამუშაოების დაფინანსება „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“, რომლის ფარგლებშიც დასრულდა გურიფულის თემის სოფელ პირველ გურიფულში სანიაღვრე არხის ამოწმენდისა და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხის მოწყობის, ხოლო სოფელ მეორე გურიფულში სანიაღვრე არხის ამოწმენდის სამუშაოები. ნოჯიხევის თემის სოფელ დასახლებაში მოწესრიგდა წყალსადენის ქსელი, ხამისქურის თემის საკუკავოს უბანსა და საჯიჯაოს თემის სოფელ ზენში კი დასრულდა საყანე ფართობების შემოკავება. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ბიუჯეტიდან გაიხარჯა 53330.52 ლარი.