ქალაქ ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ახალი გამოცემებით შეივსო. თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალზე ფესტივალის ორგანიზატორი ასოციაციის ინიციატივითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ყველა მთავარ ბიბლიოთეკას, მათ შორის ქალაქ ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად 700 ლარის ღირებულების ვაუჩერი გადაეცა. პროექტმა საქართველოს ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდები ახალი გამოცემებით გაამდიდრა და ამით ერთგვარად გამოეხმაურა ქართული წიგნისა და ლიტერატურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტს - განვითარდეს საბიბლიოთეკო საქმე საქართველოში. ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით კულტურის ცენტრის მიერ შეძენილ იქნა 1200 ლარის ღირებულების ქართული და საზღვარგარეთის მხატვრული ლიტერატურა.