ფესტივალ „არტ-გენი“ 2012-ის რეგიონალურ ტურში, მხარის ფოლკლორულ, ქორეოგრაფიულ, ხალხურ საკრავთა ანსამბლებლებთან ერთად მონაწილეობდა „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებული ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“, რომელიც მაყურებლის წინაშე წარდგა მეგრული და აფხაზური ფოლკლორის კლასიკური ნიმუშებით: „მეურემე“, „ხემხვაია“ და „ვარადო“. ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაციას, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიებას და საზოგადოებისთვის გაცნობას.