16 ივლისიდან ხობის მუნიციპალიტეტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პოლისების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო დაზღვევის პოლისით ისარგებლებენ საპენსიო ასაკის მოქალაქეები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობისა და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სტუდენტებსა და 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს პოლისები საქართველოს ფოსტის საშუალებით რეგისტრაციის მისამართზე დაურიგდებათ. ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის ფარგლებში მოქალაქეებს სასწრაფო დახმარების, ექიმის კონსულტაციის, ამბულატორიული მკურნალობის, დიაგნოსტიკური გამოკვლევების, გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციების, ასევე სხვა ჰოსპიტალური მომსახურების ხარჯები აუნაზღაურდებათ.
პოლისის გამოყენება დაზღვეულებს მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან შეეძლებათ.
ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პოლისების გაცემა წარმოებს „ლიბერთი ბანკის“ ხობის ფილიალში.