20 ივლისიდან ხობის მუნიციპალიტეტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა - ”Summer Job” დაიწყო.
პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც სამომავალოდ სურს დასაქმდეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული. მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში პროექტში მონაწილე 30 სტუდენტი დასაქმდა.