1 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კ. ბუკია. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და იურიდიული პირების წარმომადგენლები.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 3 საკითხი:
დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: კ. ბუკია - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; თანამომხსენებელი დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი); 2. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: კ. ბუკია - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თანამომხსენებელი: ლ. სიჭინავა-გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი); 3. განკარგულების პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: კ. ბუკია - - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი).
წარმოდგენილი საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.