„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ქალაქ ხობში გამართა პრესკონფერენცია თემაზე „აქტიური საზოგადოება-დემოკრატიის გარანტი“. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ფონდის - „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ეფექტური თვითმმართველობის ხელშეწყობა მოქალაქეებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ურთიერთთანამშრომლობის გზით.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.