ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ჭოხონელიძემ შპს „შარაგზამშენი-პირველის“ დირექტორთან გ. ბერაიასთან ერთად დაათვალიერა ქალაქ ხობში წმინდა ნინოს ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. იქვე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც ითხოვეს ტროტუარის მოწესრიგება გზის განაპირა ზოლზე. მ. ჭოხონელიძე მოსახლეობას შესაძლებლობის გათვალისწინებით, პრობლემების მოგვარებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა.
წმინდა ნინოს ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასფალტობეტონის შავი საფარის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა. სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შპს „შარაგზამშენი-პირველი“, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 195,2 ათასი ლარი.