ხობის მუნიციპალიტეტში გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ დაფინანსებული სარემონტო-სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელება. კერძოდ, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ქვემო ქვალონის თემის სოფელ გვიმარონში სანიაღვრე არხის ამოწმენდისა და სოფელ ჯაპიშაქარში ხიდბოგირის მოწყობის სამუშაოები. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 14827.82 ლარი.