ქალაქ ანაკლიაში მიმდინარეობს სპორტული ფესტივალი ,,სამეგრელო-ზემო სვანეთი 2012’’, რომელშიც რეგიონის მუნიციპალიტეტების სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული გუნდები და სპორტსმენები მონაწილეობენ. სპორტულ ფესტივალზე წარმატებით იასპარეზეს ხობელმა მაგიდის ჩოგბურთელებმა ნინო გაბრავამ და თამარ კვარაცხელიამ და პირველ-მეორე ადგილებს დაეუფლნენ, ხოლო ხეთის თემის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.