ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. მისი ინიციატივით, შეხვედრები უფრო ხშირად იმართება, ვიდრე ეს „მოქალაქეთა მიღების საათის“ პირვანდელი გრაფიკით იყო გათვალისწინებული. საკრებულოს თავმჯდომარე ახალი ხიბულის, საჯიჯაოს, ახალსოფლის, შუა ხორგისა და თორსა-დღვაბის თემებისა და სოფლების მოსახლეობას შეხვდა. საზოგადოებასთან შეხვედრები დიალოგის ფორმატში წარიმართა და მიღებაზე მოსულებმა საკრებულოს თავმჯდომარესთან გულახდილად ისაუბრეს. მათს წინაშე მდგარ პრობლემებზე. მ. ჭოხონელიძემ თითოეულ მათგანს ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა. როგორც მან აღნიშნა, თითოეული ხობელი ჩართული იქნება იმ აღმშენებლობით პროცესებში, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ყველა პრობლემური საკითხი, რაც დღეს კვლავ აწუხებს საზოგადოებას, გათვალისწინებულია ხელისუფლების სამოქმედო პროგრამაში და უმოკლეს ვადაში დაიძლევა.
მოქალაქეებთან შეხვედრები ახალი გრაფიკის შესაბამისად გაგრძელდება.