ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მათს მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, ხოლო პირველკლასელებს - ცხოვრების ახალი ეტაპის დადგომა მიულოცა. მ. ჭოხონელიძემ ხობის N1 საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელს, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, საჩუქრად ნეთბუქი”ბუკი” გადასცა.