ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ნორჩ მხატვართა და დიზაინერთა წრის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ქობულეთში გამართულ ანიმაციური ფილმების მე-4 საერთაშორისო ფესტივალზე „თოფუზი-2012“. ფესტივალზე მონაწილეობას იღებდნენ საფრანგეთის, ლიტვის, საბერძნეთის, ეგვიპტის, არგენტინის, ფინეთის და სხვა ქვეყნის ახალგაზრდები.
ფესტივალზე „განათლების ცენტრის“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა მონაწილეობა მიიღო ანიმაციური ფილმით „სასტუმრო“, რომლის ვორქ-შოპი ფესტივალის ორგანიზატორებმა ჩაატარეს.