ხობის მუნიციპალიტეტის მედპერსონალისათვის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ოჯახის დაგეგმარება, კომუნიკაცია, კონსულტირების პრინციპები, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, მათი პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა.
ტრენინგი, ჯეი-ეს-აის და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მდგრადობის პროგრამის ფარგლებში და მათი მხარდაჭერით, ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის კავშირი - „ჰერა“.