15 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 3 საკითხი:
1.დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვიმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა. (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე-საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი: ბ. ჯიქია - საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 2. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ (მომხსენებელი: ა. ვარდია-გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 3. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული შპს „საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ლიკვიდაციის შესახებ“ (მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე).
წარმოდგენილი საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.