ქალაქ თბილისში გამართულ საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის თასის გათამაშებაზე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მძლეოსნობის ჯგუფის აღსაზრდელებმა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი, ხოლო ინდივიდუალურ ჩათვლაში ერთი მეორე, ოთხი მესამე ადგილი დაიკავეს. ხობელი სპორტსმენები თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.