28 ოქტომბერს თბილისის ზღვაზე საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციისა და კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის" ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა პირველი მასშტაბური ნახევარმარათონი, რომელშიც 500-მდე მოყვარული და პროფესიონალი მძლეოსანი მონაწილეობდა. ნახევარმარათონში წარმატებით იასპარეზა „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მძლეოსნობის ჯგუფის მოსწავლემ ჯიმშერ ბუკიამ და 5-კილომეტრიან დისტანციაზე პირველ ადგილს დაეუფლა. ხობელი სპორტსმენი დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომითა და ლეპტოპით.