7 ნოემბერს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXІV ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩი, სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები, ხობის „კოლხეთი“ და ბათუმის „ადელი“ დაუპირისპირდნენ. თამაში მასპინძელთა გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 4:2 დასრულდა.