საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2009 წლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წლიურად ატარებს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას ყველა საგანში.
ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 3 ნოემბერს დაიწყო და 18 ნოემბერს დასრულდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის.