20 ნოემბერს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXІV ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩი, სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები, ხობის „კოლხეთი“ და თბილისის „ზოოვეტი“ დაუპირისპირდნენ. თამაში მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.