11 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა შემოქმედებითი საღამო, რომელიც მიეძღვნა ნორჩი მოჭადრაკის დიანა ლომაიას წარმატებებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, პედაგოგები და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული კულტურულ-შემოქმედებითი წრეების მოსწავლეები.
საქართველოს ჭადრაკის ეროვნულმა ფედერაციამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ჭადრაკის წრის პედაგოგს ირაკლი გეთიას ჭადრაკში მიღწეული წარმატებებისა და პედაგოგიური ღვაწლისთვის რესპუბლიკის დამსახურებული მჭვრთნელის წოდება მიანიჭა.
დ. ლომაია არის 2012 წლის ევროპის თასის მფლობელი, თ. ლომაიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, ნანა ალექსანდრიას სახელობის თასების მფლობელი, როგორც, 7 ასევე 8 წლის გოგონათა შორის. მ. ინწკირველის სახელობის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე (მეთექვსმეტე ადგილი).