8-9 დეკემბერს ქალაქ ტრაბზონში გაიმართა მსოფლიო თასის გათამაშება კარატე-დოში. ტურნირში 14-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ხობელმა გოგა კორტავამ და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ხობელი სპორტსმენი დაჯილდოვდა მედლითა და სიგელით.