14 დეკემბერს გამართულ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ საკრებულოს წევრებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კახაბერ ბენიძის კანდიდატურა წარუდგინა. საკრებულოს წევრთა ერთსულოვანი თანხმობით, საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის N351 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კახაბერ ბენიძე დაინიშნა.