14 იანვარს, საქართველოს მასშტაბით განახლდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, რომელმაც სტარტი 18 ნოემბერს აიღო.
ხობის მუნიციპალიტეტში ამ ოლიმპიადაში ჩართულია 16 საჯარო და კერძო სკოლა "არეა".
მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 180-მა წარმატებულმა მოსწავლემ.
პირველი სესია ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა ქ. ხობის N1 საჯარო სკოლაში.
ოლიმპიადის მიმდინარეობას მეთვალყურეობას უწევს ეროვნული გამოცდების ცენტრის 18 მეთვალყურე.
18 იანვარს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დასრულდება.