24-25-26 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოპოვებული ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლების გამოფენა-სტენდური კონფერენცია. როგორც გამოფენის ორგანიზატორმა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, გოგიტა ჩიტაიამ აღნიშნა: "ეს გამოფენა ეძღვნება საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საიუბილეო დღეებს"
გამოფენაზე წარმოდგენილია ქვის, ბრინჯაოს და შუა საუკუნეების პერიოდის არქეოლოგიური და ფოტო მასალები, ასევე პირველად იქნა გამოფენილი მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე აფხაზეთის კათალიკოსის, გრიგოლ ლორთქიფანიძის ახლად აღმოჩენილი სიგელი, რომელიც მე-17 საუკუნის მეორე ნახევრის და მე-18 საუკუნის დასაწყისის სამეგრელო-აფხაზეთის ურთიერთობებზე მიუთითებს.
დაინტერესებულ პირებს 3 დღის განმავლობაში ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა კონფერენციაში.