ქ. ფოთში 30 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით "ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლა"-ში ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი ჭადრაკში 8 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართა. მასში მონაწილეობდა ფოთის, ზუგდიდისა და ხობის 60-მდე მოჭადრაკე. ტურნირში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" სასპორტო სკოლის მოჭადრაკეთა გუნდმა მწვრთნელ-მასწავლებლის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის ეროვნული ოსტატის ირაკლი გეთიას ხელმძღვანელობით.
ტურნირში მონაწილეობდნენ : გიორგი ლატარია, ლუკა შამუგია, საბა სიორდია, ანა კვიკვინია, თეიმურაზ კვიკვინია, დიანა ლომაია, გიორგი გიორგაძე და სანდრო ბუკია.
8 წლის ჭაბუკთა შორის 8 ქულით I ადგილი დაიკავა თეიმურაზ კვიკვინიამ.
8 წლის გოგონათა შორის 9 ქულით (აბსოლუტური გამარჯვება) I ადგილი მოიპოვა დიანა ლომაიამ.
8 წლის ჭაბუკებში გიორგი გიოგაძე 5 ქულით V ადგილს დასჯერდა, ხოლო სანდრო ბუკიას 4 ქულით X ადგილი ერგო.
12 წლის ჭაბუკთა შორის 7,5 ქულით I ადგილი დაიკავა გიორგი ლატარიამ.
7 ქულით II-III ადგილი ზუგდიდელ მოჭადრაკესთან გაიყო ლუკა შამუგიამ.
2 ქულით XI-XII ადგილი საბა სიორდიამ დაიკავა.
ნორჩი მოჭადრაკე დიანა ლომაია გახდა ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი. ხოლო სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდი ტურნირის გამარჯვებული.
გამარჯვებული ნორჩი მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ, თასებით, დიპლომებით და მოიპოვეს საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის საგზურები.