7 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში იკურთხა იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტერი და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი, რომელიც საზოგადოების შემოწირულობით და ქველმოქმედებით აშენდა.
მონასტერი აკურთხეს და მრევლი დალოცეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, ტაო-კლარჯეთისა და ახალციხის მეუფე თეოდორემ და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ.