7 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტში ჩატარდა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს ხობის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია. შეკრება გახსნა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ედიშერ ჯობავამ და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურა ვარაზ გაბედავას სახით, რომელიც არჩეულ იქნა კონფერენციის მონაწილეების მიერ.
კონფერენციაზე აირჩა რაიონული ორგანიზაციის ბიუროს შემადგენლობა : ვარაზ გაბედავა (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი), ედიშერ ჯობავა, ლევან ქავთარაძე, დოდო გაბუნია და ქეთინო ოდიშარია.
ასევე დასახელდნენ პარტიის დამფუძნებელი ყრილობის დელეგატები : შერმადინ ბუკია, რამაზ შულაია, ინგა ჩხაიძე.