8-10 თებერვალს, ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს ზამთრის ჩემპიონატი 1996-97-98 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის მძლეოსნობაში.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი“-ს სასპორტო სკოლის მოსწავლეები : გიორგი კორტავა, ჯიმშერ ბუკია,
გიორგი ყურუა, გიორგი ახალაია, ნანა მარშანია, რომელთა ასპარეზობაც წარმატებული გამოდგა როგორც პირად, ასევე გუნდურ შეჯიბრებში.
ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა :
პირად პირველობაში 800 მეტრზე რბენაში I ადგილი დაიკავა ჯიმშერ ბუკიამ ;
შუბის ტყორცნაში I I I ადგილს დასჯერდა გიორგი კორტავა.
გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობდა 13 გუნდი და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი“-ს
სასპორტო სკოლის ნაკრები I I I ადგილზე გავიდა.
მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებითა და თასით.