2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, 12 თებერვალს, უკვე მეხუთედ სტარტი აიღო მინი-ფეხბურთის ტურნირმა, რომელიც ტარდება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.
ტურნირში მონაწილეობას იღებენ მუნიციპალიტეტის ფარგლებში შექმნილი სამოყვარულო საფეხბურთო გუნდები. ამჯერად ტურნირში მონაწილეობენ შემდეგი გუნდები :
A ჯგუფი
· გურიფული
· გოგებაშვილი
· ჭავჭავაძე
· რეზერვისტები
B ჯგუფი
· კოლხეთი
· იმედი
· მერცხალი
· ნოჯიხევი
ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართება 16 თებერვალს.