28 იანვარს, გერმანული ორგანიზაცია ASB-ს ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლების მიერ
ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ს 37 ბენეფიციარ ოჯახს
ჰუმანიტარული დახმარების მიზნით გადაეცა ამანათები,
სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტის სახით,
კერძოდ : 3 ლ ზეთი, 4 კგ შაქარი, 4 კგ ვერმიშელი, 6 კგ პურის ფქვილი.
ამავე პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ 11-12 თებერვალს ამჯერად 19 ოჯახს საჩუქრად გადასცა შეშა,
თითოეულს 3 კუბური მეტრის რაოდენობით.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით მსგავსი ხასიათის აქცია წლის განმავლობაში გაგრძელდება.