16თებერვალს დასრულდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რეზერვისტის,
დათა ხურცილავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი-ფეხბურთში,
რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,კულტურის,
სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ "იმედი" და "ჭავჭავაძე",
საბოლოო გამარჯვება მოიპოვა "იმედმა" ანგარიშით 1:0 და გარდამავალ თასსაც დაეუფლა.
მესამე ადგილი წილად ხვდა ხობის "მერცხალს".
ტურნირის გამარჯვებულებს დაწესებული თასი და პრიზები გადასცა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ ბენიძემ.