გერმანიის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰუმანიტარული დახმარების ფონდის „მუშა სამარიტელთა“ ფინანსური მხარდაჭერით, ხობის მუნიციპალიტეტში ხორციელდება კოლექტიური ცენტრების და მეზობელი თემების მაცხოვრებელთათვის კატასტროფის რისკის შემცირების ტრენინგები ინკლუზიური მეთოდით.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს; შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის; იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თანადგომით.
მათი მიზანია კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების და მეზობელი თემების დაუცველობის შემცირება მედიცინის გარეშე, პირველად სამედიცინო დახმარებამდე. კატასტროფის შემთხვევაში სათანადო ცოდნის ამაღლება და სამოქმედო გეგმის გავრცელება.
პროექტი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. I ეტაპი გულისხმობს 2 დღიან ტრენინგს, სადაც ჩართული არიან ხობის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. I I ეტაპი მარტის თვეშია დაგეგმილი. თვით პროექტი კი 2013 წლის ბოლომდეა გაწერილი.