ქ. თერჯოლაში ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ა(ა)იპ „თერჯოლის სასპორტო სკოლის“ ორგანიზებით 2013 წლის 22-24 თებერვალს ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონისა და ევროპის პირველობის პრიზიორის მირიან გორგაძის სახელობის მეოთხე რესპუბლიკური ტურნირიბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 1998-2000 წწ-ში დაბადებულთა შორის.
აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას იღებდა 299 მოჭიდავე, მათ შორის იყო ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტისგანათლების ცენტრის" სასპორტო სკოლის 17 სპორტსმენი. შეჯიბრი წარმატებული აღმოჩნდა:42კგ. წონით კატეგორიაში ნიკა ყორშიასა (მწვრთნელ-მასწავლებელი სურაჯ გვასალია) და თეიმურაზ გოგოხიასთვის(მწვრთნელ-მასწავლებელი ბაკურ ბუკია); 46კგ. წონით კატეგორიაში შოთა იოსავასა (მწვრთნელ-მასწავლებელი ბაკურ ბუკია) და ჯონი ხეცურიანისათვის (მწვრთნელ-მასწავლებელი ალმასხან ხუნჯუა). ისინი ტურნირის მესამე ადგილის პრიზიორები გახდნენ და ორგანიზატორებისაგან დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.