ქ. ზუგდიდში 2013 წლის 20-24 თებერვალს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა რეგიონალური ჩემპიონატი 16-10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, სადაც რეგიონის 66-მა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით-ცხრა ტურად გაიმართა და 16 წლიან მოჭადრაკეთა შედეგი ფიდეს რეიტინგით დაითვალა.
10 წლიან გოგონათა შორის, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ნორჩმა მოჭადრაკემ-8 წლის დიანა ლომაიამ 7 ქულით პირველ ადგილი დაისაკუთრა.
16 წლიან ჭაბუკთა შორის, 11 წლის ლუკა შამუგიამ 6,5 ქულით მესამე, ხოლო 14 წლის ამირან შონიამ 6 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავეს.
16 წლიან მოჭადრაკეთა შორის გამარჯვებულებმა, მსოფლიო და ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირის-საქართველოს უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს.