28 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ბენიძე და გამგეობის წარმომადგენლები.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 12 საკითხი :
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ქარდავა-საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი)
2. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
3. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ქარდავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
თანამომხსენებელი:ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)
4. „ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ქარდავა-საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი)
5. „ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი)
6. „ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხოლვა.
(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
7. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ა. სართანია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი)
8. „ხობის მუნიციპალიტეტის ბალანსზე დარიცხული ამორტიზირებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ა. სართანია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი)
9. „საწვავისა და ფიჭური სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
10. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის N102 განკარგულებაში ცვლილების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
11. „არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიულიპირი- „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის31 ივლისის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
12. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საშტატო ნუსხისა და სახელფასო სარგოს შეთანხმების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის N20 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
საკითხების გახილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ სხდომა დაიხურა.