7 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯმდომარე მამუკა ქარდავა. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ბენიძე, საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელები, საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები.
საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა 17 საკითხი, მათ შორის საკრებულოს მიერ დაფუძნებული ურიდიულ პირთა ხელმძღვანელების მიერ 2012 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშები.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის სხდომის დღის წესრიგი :
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანი სთაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ქარდავა-საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა- გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი)
2. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ქარდავა- საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: კ. ბენიძე- ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ. შ.)
3. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ქარდავა- საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: კ. ბენიძე- ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ. შ.)
4. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულია რასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია- ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
5. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების თაობაზე საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ბ. ჯობავა- ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი)
6. „ხობის მუნიციპალიტეტის ბალანსიდან ჩამოსაწერი ქონების საპრივატიზებო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ა. სართანია- გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი)
7.„საწვავისა და ფიჭური სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის N8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ბ. ჯიქია-საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
8. ანგარიშის მოსმენა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ მიერ 2012 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
(მომხსენებელი: ბ. ნადარაია-ცენტრის დირექტორი)
9.ანგარიშის მოსმენა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ მიერ 2012 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
(მომხსენებელი: ნ. შამათავა-გაერთიანების დირექტორის მ.შ.)
10. ანგარიშის მოსმენა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულიპირი „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ მიერ 2012 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
(მომხსენებელი: ხ. ხორავა-ცენტრისდირექტორი)
11. ანგარიშის მოსმენა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ 2012 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
(მომხსენებელი: შ. საბახტარაშვილი-ცენტრის დირექტორი)
12. ანგარიშის მოსმენა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტი სპროფესიული სწავლების ცენტრის“ მიერ 2012 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
(მომხსენებელი: ნ. იოსავა-ცენტრის დირექტორის მ.შ.)
13. ანგარიშის მოსმენა შ.პ.ს „ხობის მოამბეს“ მიერ 2012 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
(მომხსენებელი: მ. ლაგვილავა-შ.პ.ს „ხობის მოამბეს“ დირექტორი)
14. ანგარიშის მოსმენა შ.პ.ს „დასუფთავება და განათება“-ს მიერ 2012 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
(მომხსენებელი: ა. ზაქარაია„დასუფთავება და განათება“-ს დირექტორის მოადგილე)
15. ანგარიშის მოსმენა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ მიერ 2012 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
(მომხსენებელი: ი. გაბუნია - სათნოების სახლის დირექტორის მ.შ.)
16. ანგარიშის მოსმენა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ მიერ მიერ 2012 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
(მომხსენებელი: ი. კანკავა-საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ დირექტორის მ.შ.)
17. ანგარიშის მოსმენა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ მიერ 2012 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
(მომხსენებელი: ზ. ლატარია- "საფეხბურთო სკოლის“ დირექტორის მ.შ)
საკითხთა განხილვის და ანგარიშების მოსმენის შემდეგ, სხდომა დახურულად გამოცხადდა.