ქ. ხობში 2013 წლის მარტიდან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყო ახალი როტავირუსული ვაქცინით 35 კვირამდე ჩვილ ბავშვთა ორჯერადი აცრები, ბავშვების დიარეით დაავადებისგან დაცვის მიზნით. ვაქცინაციასთან დაკავშირებით იანვარ-თებერვალში ჩატარდა შესაბამისი ტრენინგები და გადამზადდა ჯანდაცვის პირველადი რგოლების სამედიცინო პერსონალი.