ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, კულტურის სახლში ქალთა დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
დღესასწაულზე მიწვეულები იყვნენ მრავალშვილიანი დედები და სხვადასხვა პროფესიის ქალბატონები, რომელთაც სიმბოლურად ხატები და ყვავილები მიართვეს.
საღამოს ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები : კახა ბუკია, ბადრი ჯობავა, როსტომ კილასონია და იმედო ქანდარია.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ფერიდე გოგიამ აღნიშნა : „ამ ღონისძიებამ ხელი უნდა შეუწყოს სხვა უფრო ლამაზი ზეიმების განხორციელებას, თუმცა კი უკმარისობის გრძნობა დაგვეუფლა, რამეთუ ერთმა საღამომ ხობელი მანდილოსნების სრულად წარმოჩენა ვერ შეძლო.“