15 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ქუთაისის რეგიონალურმა კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა წარმოადგინა არჩევნების შემდგომი პროცესების ანგარიში.
პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუსისა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.
ორგანიზაციამ უკვე გამოსცა ორი შუალედური ანგარიში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თვითმმართველობებში განხორციელებულ ცვლილებებზე.
შეკრებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ბენიძე, გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები.
ამ შეხვედრით გადაიდგაურთიერთთანამშრომლობის პირველი ნაბიჯი არასამთავრობო ორგანიზაციასა და ხობის მუნიციპალიტეტის ახალ ხელმძღვანელობას შორის.