ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 15 მარტს გაიმართა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშემწყობი პროექტის წარდგენა საზოგადოებისთვის, რომელსაც უძღვებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ცაგურიშვილი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, გლეხები და ფერმერები , რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 5 ჰექტარი ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათებს.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის რწმუნებულებისათვის სასოფლო-სამეურნეო ბარათების მოხმარების ინსტრუქტაჟის გაცნობას.
შეკრებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ბენიძე, საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის რწმუნებულები. შეკრების ბოლოს სოფლის რწმუნებულებს სასოფლო-სამეურნეო ბარათები გადაეცათ.