ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" დაქვემდებარებაში მყოფ სამუსიკო სკოლაში 2012 წელს, თვეში მოსწავლეზე შენატანის ოდენობა განისაზღვრებოდა 18 ლარით. 2013 წლის 28 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სამუსიკო სკოლის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტით გაიზარდა 4320 ლარით და შესაბამისად მშობელთა შენატანი განისაზღვრა 12 ლარის ოდენობით.