ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2013 წელი არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის წლად, ხოლო 7 აპრილი არტერიული ჰიპერტენზიის დღედ გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 2013 წლის 21 მარტს გამოიცა N 01-62/ო ბრძანება საქართველოში არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის მიზნით გასატარებელი ღონისძიებათა შესახებ.
ბრძანების შესაბამისად ინფორმირებულ იქნა ხობის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების და პირველადი ჯანდაცვის რგოლების ხელმძღვანელი პირები 2013 წლის 1-7 აპრილს არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის კვირეულის ჩატარების თაობაზე, ამასთანავე დაევალათ მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყონ არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარების ორგანიზება და დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობა.