ქ.ხობში 31 მარტს N1 საჯარო სკოლის სპორტ-დარბაზში ჭიდაობა ძიუდოში რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობდნენ გორის, ქუთაისის, წყლატუბოს, სამტრედიის, მარტვილის, სენაკის, ფოთის, ბათუმის, ქობულეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, მესტიის, ლატალის, მულახის, ზუგდიდის, აბაშისა და ხობის 1998-99-2000 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა ნაკრები გუნდები.
წონითი კატეგორიების მიხედვით გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები :
- 30კგ. წონით კატეგორიაში - გიორგი მანაგაძე (ქუთაისი)
- 34 კგ. წონით კატეგორიაში - ბექა ბაინდაური (ქუთაისი)
- 38 კგ. წონით კატეგორიაში - გურამ მუსელიანი (წყალტუბო)
- 42 კგ. წონით კატეგორიაში - ავთო კუცალაძე (სამტრედია)
- 46 კგ. წონით კატეგორიაში - ალექსანდრე ბოლქვაძე (ქობულეთი)
- 50 კგ. წონით კატეგორიაში - სპარტაკ ხანთაძე (ფოთი)
- 55 კგ. წონით კატეგორიაში - მიხეილ მოხანიშვილი (გორი)
- 60 კგ. წონით კატეგორიაში - გიორგი რუხაძე (აბაშა)
- 66 კგ. წონით კატეგორიაში - გიორგი გვალია (ზუგდიდი)
- 73 კგ. წონით კატეგორიაში - ომარ საური (გორი)
- 81 კგ. წონით კატეგორიაში - ლუკა ჯაფარიძე (მესტია)
- 81+ კგ. წონით კატეგორიაში - ლევან ხინიკაძე (ქობულეთი)
ტურნირს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ბენიძე და გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია.