ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე 4 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდების შეხვედრა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხობის „კოლხეთი“ და ბათუმის „ადელი“. დაძაბულ პრძოლაში ხობის „კოლხეთმა“ სძლია ბათუმის „ადელს“ 1:0. გადამწყვეტი ბურთი თამაშის დასაწყისში კოტე გოგინავამ გაიტანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ხობის „კოლხეთის“ მეკარე ზაზა გელაშვილი, რომელსაც ტრაგიკულად დაღუპული ვეტარანი ფეხბურთელის ჯანელი ლატარიას სახელობის თასი გადაეცა.